თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას უკვე მეორე წელია უერთდება.
თბილისის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის, განცხადებით, ქალთა უფლებების დაცვა მრავალმხრივ აქტივობას და აქტიურ კამპანიას საჭიროებს. მისი თქმით, კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად.
,,მნიშვნელოვანია, რომ გავერთიანდეთ ძალადობის წინააღმდეგ ქალების და გოგონების მიმართ ძალადობის პრევენციისთვის, ვინაიდან დუმილი გამოსავალი არ არის“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
საბჭოს წევრებმა ძალადობის პრევენციის მიზნით კამპანიის ფარგლებში საჯარო და კერძო უწყებების ჩართულობით არაერთი აქტივობა დაგეგმეს. 25 ნოემბერს კი თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მასშტაბით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია 1991 წლიდან 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ყოველწლიურად აღინიშნება.
გენდერული თანასწორობის საბჭოსა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აპრილი 24,2024საკრებულოში მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 11,2024„უსაფრთხო ონლაინი:ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“ ფარგლებში გამგეობების თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა
აპრილი 04,2024